უძრავი ქონების ფასის ზრდა, მიგრანტების მიერ ბინის ქირავნობის მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული - ლევან კობერიძე

უძრავი ქონების ფასის ზრდა, მიგრანტების მიერ ბინის ქირავნობის მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული - ლევან კობერიძე

access_time2022-12-14 10:00:07

„თიბისი კაპიტალის“ უძრავი ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, თბილისში, ოქტომბრის თვეში, უძრავი ქონების ფასი 28%-თაა გაზრდილი, ხოლო ქირის ფასი - 120%-ით. კვლევაში ნათქვამია, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მიგრანტების ზრდითა და ლარის კურსის არასტაბილურობითაა გამოწვეული.

 

 

 

ბიზნეს-კონსულტანტ ლევან კობერიძის აზრით, საქმე ე.წ „ირიბ ეფექტთან“ გვაქვს, როცა უძრავი ქონების ფასის ზრდა, მიგრანტების მიერ ბინის ქირავნობის მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული.

 

 

 

„აქ გვაქვს საქმე ე.წ „ირიბ ეფექტთან“, როცა ბინების ფასი მომატებულია შემდეგი ფაქტორით: საქართველოში ძალიან ბევრი მიგრანტის ჩამოსვლის გამო, სწრაფად მოიმატა გაქირავებაზე მოთხოვნამ. შესაბამისად, დაინახეს რა ეს ტენდენცია, ბევრმა ადამიანმა, რომელსაც გარკვეული კაპიტალი გააჩნდა ჩათვალა, რომ ბანკის საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეეძლო, თუკი ბინას იყიდდა და მერე გააქირავებდა. ამ ხალხმა დაიწყო უკვე აშენებული, განსაკუთრებით პატარა ფართის, ბინების ყიდვა, რომ სწრაფად გაერემონტებინათ, მერე გაექირავებინათ და მაღალი მოგება მიეღოთ. ეს დეველოპერებმაც დაინახეს და ახალაშენებულ ბინებზე გაზარდეს ფასები. სწორედ ამ „ირიბი ეფექტის“ გამო არის გაზრდილი ბინების ფასი,“ - აცხადებს ლევან კობერიძე „კომერსანტთან“ საუბრისას.


 

 

 

„თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ ბინების მყიდველებიდან დაახლოებით 5%-ია მიგრანტი, დანარჩენი ისევ საქართველოს მოქალაქეები არიან. ლევან კობერიძის თქმით, კვლევის სწორედ ეს ნაწილი ადასტურებს მისი მოსაზრების სიზუსტეს.

 

 

 

„ისევ საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ უძრავ ქონებას. ცუდი ისაა, რომ მსგავსი ტენდენცია, გაზრდილი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკას რეალურად არაფერს აძლევს იმის გარდა, რომ იმ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ეს ფული ჰქონდა, ბინა იყიდა და გააქირავა, შემოსავალი უჩნდებათ. ეს ეკონომიკაში მნიშვნელოვან და სასიკეთო ძვრებს არ ახდებს. უბრალოდ მივიღეთ ის, რომ ფასები გვაქვს ძალიან ძვირი. თუ ერთი წლის წინ ახალგაზრდა წყვილს, პირობითად, 50-60 000 დოლარად შეეძლო ბინის ყიდვა, ახლა 100-120 000 დაუჯდება“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up