უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება.
კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. „როგორც ვიცი, ამ აზრს მთავრობაშიც იზიარებენ, დაველოდოთ გადაწყვეტილებებს“.
ჩუმაშვილი განმარტავს, რომ დეველოპერულ ბაზარს, კომპანიას შესაძლოა სუბსიდირება არ სჭირდებოდეს, თუმცა ეს დახმარება არ უნდა იყოს ფრაგმენტული, რადგან სექტორი დიდ ჯაჭვს მოიცავს.
“ეს არის უძრავი ქონების დიდი ეკოსისტემა, რომელშიც ჩართულია როგორც თვითდასაქმებულები, ხეოლოსნები თუ სხვა, მასში ერთიანდება ასევე ავეჯი, ვაჭრობა, ბევრი სხვადასხვა სექტორია ჩართული და მნიშვნელოვანია, სტიმული მივცეთ გაყიდვებს. მით უმეტეს, რომ იპოთეკურ სესხებზე გვაქვს ისტორიული მონაცემები, როცა 1%-ით მცირდება იპოთეკურ სესხზე განაკვეთი, ეს იძლევა ბაზრის 15-20%-იან ზრდას, თუ სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის 4%-ით დასუბსიდირებას ჩვენ მივიღებთ 2019 წლის დონეს თბილისში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე. რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, იქ ცალსახად კლება იქნება და დეველოპერებს, ვისაც აქვს საშუალება სჯობს წელს შეინახონ ეს ქონება და არ გაყიდონ. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ ქონებაზე ფასის 7%-იანი კლებაა, ახალ ქონებაზე კი გაიზარდა, 15-18%-ით არის შემცირებული გაქირავების ღირებულებები”, – განაცხადა ჩუმაშვილმა.
„ბიზნესპარტნიორი“