UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
ფილმში ნაჩვენებია ეპიზოდები კვარაცხელიას საფეხბურთო მოგზაურობიდან - თბილისის დინამოს აკადემია, ბათუმის დინამოში გატარებული პერიოდი და რა თქმა უნდა ნაპოლი.
კვარამ ზედმეტსახელ კვარადონაზეც ისაუბრა და თქვა რომ საოცრებაა, როდესაც ასეთ ფეხბურთელთან აკავშირებენ, ასევე, ხვიჩა ამბობს, რომ მეტსახელს ნელ-ნელა ეჩვევა და მოსწონს კიდეც.