უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ორგანიზაციის ეგიდით გასამართ ტურნირებში გასვლითი გოლის წესი გააუქმა.
გადაწყვეტილება 2021-2022 წლების სეზონიდან ამოქმედდება. ახლა ორმატჩიანი დაპირისპირების დროს თანაბარი რაოდენობის გოლების გატანის შემთხვევაში დამატებითი დრო დაინიშნება.
გასვლითი გოლის წესი ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპა ლიგაზე და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში გამოიყენებოდა. ამ წესის თანახმად, ორმატჩიანი დაპირისპირების დროს თანაბარი რაოდენობის გოლების გატანის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდა ის გუნდი, რომელსაც გასვლაზე უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი. პირველად ეს წესი უეფამ 1965-1966 წლების სეზონში გამოიყენა.
imedinews.ge