საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ კარდიფში, სადაც ბორჯღალოსნება 19 ნოემბერს მასპინძელი, უელსის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 12:13, დააბნია რაგბის არაერთი უცხოელი გულშემატკივარი, რომლებმაც ერთმანეთში აურიეს საქართველო და აშშ-ის შტატი ჯორჯია.
გაუგებრობის გამო სოციალური ქსლებების მომხმარებლებმა „ისტორიული გამარჯვება“ ჯორჯიის რაგბის კავშირს მიულოცეს.
„ვიდრე ვაფასებთ მოლოცვების შეტყობინებებს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ, ჯორჯიის რაგბის კავშირს (აშშ) დღეს უელსი არ დაგვიმარცხებია, მაგრამ მადლობა. ვულოცავთ ქართველ ერს ისტორიულ გამარჯვებას“, - ნათქვამია ჯორჯიის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აქამდე ექვსი ერის გუნდებიდან მხოლოდ იტალია ჰყავდა დამარცხებული. უელსი ექვსი ერის პირველი გუნდია, რომელსაც ბორჯღალოსნებმა გასვლაზე სძლიეს.