უფასო ფულის ეპოქა დასრულდა?! -  რატომ ეცემა კრიპტოვალუტების ღირებულება

უფასო ფულის ეპოქა დასრულდა?! - რატომ ეცემა კრიპტოვალუტების ღირებულება

access_time2022-05-10 15:30:00

ბიტკოინის ღირებულება დღეს 29,731 დოლარამდე დაეცა, რაც 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ კვირას ის, თითქმის, 12%-ით გაუფასურდა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე უარესი ყოველკვირეული ზარალია. მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა ეთერიუმი გუშინ 2,360 დოლარამდე დაეცა, რაც თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო პატარა მონეტები, ანუ „ალტკოინები“ უფრო აგრესიულად გაიყიდა.

Reuters-ის ცნობით, კრიპტოვალუტის გაუფასურება ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთის მატებას უკავშირდება. სააგენტო წერს, რომ „ბიტკოინს აქვს მწირი გამოცდილება საპროცენტო განაკვეთის მატებაზე, რაც საფრთხეს უქმნის ინვესტორებს, რომლებიც მისი დრამატული ვარდნისგან მოგების მიღებას ცდილობენ.“

Fed-მა გასულ კვირას განაკვეთი 0,5 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რაც ბოლო 22 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა. Fed-ის განცხადებით, მარტის მცირე ზრდის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი 0,75%-დან 1%-მდე დიაპაზონში გაიზარდა, ხოლო როცა აშშ-ში ინფლაცია 40 წლის მაქსიმუმს მიაღწევს, მოსალოდნელია შემდგომი ზრდაც. CME ჯგუფის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, კიდევ 0,5 საბაზისო პუნქტით შემდგომ ზრდას ივნისსა და ივლისში, ხოლო მეოთხე ჯერზე გაზრდას სექტემბერში მოელიან. Fed-ის ამ ახალი ტრაექტორიით, საპროცენტო განაკვეთები მომავალი წლის დასაწყისში, სავარაუდოდ, 3%-ს მიაღწევს. ამან კრიპტოვალუტისა და სხვა სარისკო, ანუ ტექნოლოგიური კომპანიების აქტივების დაცემა გამოიწვია.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ ამ დონეს მივაღწიეთ. ბიტკოინის რისკისა და მოგების თანაფარდობა მეტად კარგი იყო ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუმცა ამჟამად განსხვავებულ მაკროეკონომიკურ ფონს ვხედავთ. შეშფოთება ამჯერად განსხვავებულია იმაზე, დავინახავთ თუ არა სუსტ განწყობას ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებზე, რაც, სავარაუდოდ, ინფლაციის პერსპექტივასა და მომდევნო რამდენიმე თვეში ან წელში განაკვეთების გაზრდის ალბათობას უკავშირდება,“ - აცხადებს სინგაპურში დაფუძნებული კრიპტოპლატფორმა Stack Funds-ის მთავარი საოპერაციო დირექტორი, მეტ დიბი.


„უფასო ფულის ეპოქა დასრულდა. ხდება ინვესტორების მადის დიდი კორექტირება. გაჩნდა კითხვა, განიხილავს თუ არა ხალხი კრიპტოვალუტას, როგორც დივერსიფიკაციის ინსტრუმენტს ცუდი ეკონომიკის პირობებში, თუ მისი ქონა მხოლოდ კარგ დროში ღირს," - აცხადებს ლოს ანჯელესის Bitcoin IRA-ს თანადამფუძნებელი და მთავარი საოპერაციო დირექტორი, კრის კლაინი.

Reuters-ის ცნობით, მხოლოდ კრიპტობაზრები კი არა, კაპიტალის ბაზრებიც დაეცა, რადგან ინვესტორები შიშობენ, რომ გლობალური ცენტრალური ბანკები მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ინფლაციის შეკავების მიზნით ეკონომიკა რეცესიაში შეიყვანონ.

გასულ კვირას Nasdaq-ისა და S&P 500-ის ინდექსი მეხუთე კვირა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი მეექვსე კვირა ზედიზედ დაეცა. S&P 500-ისთვის ეს 2011 წლის შუა პერიოდის შემდეგ, Nasdaq-ისთვის კი 2012 წლის ბოლოდან ყველაზე გრძელი წაგების სერია იყო.

bpn.ge 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up