უფასო მიტანის სერვისი 15 წუთში - ბოდო, ესტონური ფესვების მქონე ქართული ონლაინ სუპერმარკეტი თბილისში

უფასო მიტანის სერვისი 15 წუთში - ბოდო, ესტონური ფესვების მქონე ქართული ონლაინ სუპერმარკეტი თბილისში

access_time2021-12-27 10:55:37

ესტონური ფესვების მქონე ქართულმა კომპანია „ბოდომ“ თბილისში
ე.წ. დარქ სთორები გახსნა, რომლებიც მომხმარებლებს ონლაინ
სუპერმარკეტის მომსახურებას სთავაზობენ. დედაქალაქის
სხვადასხვა რაიონში გახსნილი სუპერმარკეტები გთავაზობთ
ინტერნეტ-ვაჭრობას დროის დაზოგვისა და მაქსიმალური
კომფორტის შექმნის მიზნით.



მას შემდეგ, რაც თქვენთვის სასურველ პროდუქტს აპლიკაცია BODO
DELIVERY-ს საშუალებით შეარჩევთ, თქვენს ვირტუალურ შეძენაზე
ზრუნვას ე.წ. პიკერი მაშინვე იწყებს - კალათაში შეგროვებულ
პროდუქტებს ის მალევე კურიერს გადასცემს, კურიერი კი მას
მითითებულ ლოკაციაზე მოგიტანთ. ჯამში, შეკვეთის
დაფიქსირებიდან შეძენილ პროდუქტს თქვენამდე 15-20 წუთში
მოიტანენ. რაც მთავარია, მიტანის სერვისი უფასოა და მომხმარებელი
არც პროდუქტის რაოდენობასა თუ ღირებულებაშია შეზღუდული.
თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ თუნდაც ერთი ცალი პური, ერთი
ბოთლი ლუდი, ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი
ყოველგვარი მინიმალური ზღვარის დაწესების გარეშე.




„ბოდოს“ მარკეტები დედაქალაქის მასშტაბით ისეა განლაგებული,
რომ შეკვეთა ლოკაციის მიხედვით დახარისხდეს, რაც საბოლოოდ,
მიტანის სერვისის უმოკლეს დროს უზრუნველჰყოფს. მაგალითად,
თუ შეკვეთას დიღმის რაიონიდან ახორციელებთ, თქვენს შეკვეთაზე
დიღმის რაიონში განთავსებული „ბოდოს“ „დარქ სთორი“ იზრუნებს.
რაც შეეხება პროდუქციის მრავალფეროვნებას, „ბოდოს“
ონლაინმარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ევროპული თუ
ადგილობრივი წარმოების ხორცისა და რძის პროდუქტები, ბავშვთა
კვება, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები,
ნახევარფაბრიკატები, მზა-კვება, ცხოველთა კვება და ა.შ. „ბოდოს“





„დარქ სთორები“ სტანდარტული სუპერმარკეტისგან მხოლოდ იმით
განსხვავდება, რომ მომხმარებლები მის სივრცეს არ სტუმრობენ და
სასურველ პროდუქტს ინტერნეტმომსახურებით არჩევენ. რაც
შეეხება ხარისხს, „ბოდოს“ ხარისხის მენეჯერები, დღის განმავლობაში
ორჯერ ამოწმებენ პროდუქტის შენახვის პირობებს, ასევე,
პერიოდულად მოწმდება პროდუქტის ვარგისიანობა და ვადაც,
რითაც მომსახურების სისწრაფესთან ერთად, მომხმარებლამდე
ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტის მიწოდებაა უზრუნველყოფილი.
„დარქ სთორების“ სივრცეში განთავსებულია აფთიაქიც. როგორც
„ბოდოს“ დამფუძნებლები ამბობენ, კომპანიის ბაზარზე შემოსვლის
მთავარი მიზანი საქართველოში ხარისხიანი, სწრაფი და ევროპული
სტანდარტის მომსახურების სერვისის დამკვიდრებაა.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up