მონღოლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვაჟის, დონალდ ტრამპ-უმცროსის ვოიაჟი ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს 77 ათასი დოლარი დაუჯდათ. ამის შესახებ უფლებადამცველთა ჯგუფი Citizens for Responsibility and Ethics in Washington იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, უმცროსი ტრამპი 2019 წლის ზაფხულში მონღოლეთში იშვიათი სახეობის ჯიხვზე იყო სანადიროდ ჩასული, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, ალაფი სახელმწიფო ბიუჯეტს 17 ათასი დოლარი დაუჯდა, უფლებადამცველები კი ირწმუნებიან, რომ უმცროსი ტრამპის ნადირობა 60 ათასი დოლარით მეტი დაჯდა.
Imedinews.ge