უფრო ცხელი, უფრო წვნიანი, უფრო გემრიელი - მაკდონალდსის განახლებული კლასიკა

უფრო ცხელი, უფრო წვნიანი, უფრო გემრიელი - მაკდონალდსის განახლებული კლასიკა

access_time2021-06-05 11:00:02

დღეიდან საქართველოს ყველა მაკდონალდსში უფრო ცხელი, უფრო წვნიანი და უფრო გემრიელი ბურგერები დაგხვდებათ - რესტორნების ქსელმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბურგერების მომზადების პროცესში ცვლილებები შეიტანა.

„ვამაყობთ  ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების ხარისხით, თუმცა მუდმივად ვფიქრობთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი სტუმრების გამოცდილება... ვუსმენთ ჩვენს სტუმრებს და მივყვებით მათ სურვილებს.“

შედეგად, მომხმარებლამდე საუკეთესო გამოცდილების მიტანის სურვილით, მაკდონალდსმა ბევრი პატარა დეტალი შეცვალა, რამაც შესამჩნევი განსხვავება - გაუმჯობესებული გემო მოგვცა. ყველასათვის საყვარელი ბურგერები ახლა უფრო გემრიელია, ვიდრე ოდესმე; ეს არის განახლებული კლასიკა, ამ მიმართულებით განხორციელებული პირველი ცვლილება კომპანიის არსებობის 80 წლის განმავლობაში.


ცვლილებები შეეხო როგორც ბურგერის ინგრედიენტებს, ასევე მისი მომზადების მეთოდს, რისთვისაც კომპანიამ რესტორნის თანამშრომლები სრულად დაატრენინგა. 

მაკდონალდსის ბურგერები, როგორც ყოველთვის, ახლაც 100%-ით საქონლის ხორცისგან მზადდება, კონსერვანტების, ხელოვნური შემავსებლებისა და ფერების გარეშე. მთავარი ცვლილება ხორცის მომზადების წესშია: ხორცი იწვება ახალი, გაუმჯობესებული ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც მას უფრო დიდხანს უნარჩუნდება ტემპერატურა, შესაბამისად,მომხმარებლამდე უფრო ცხელი მიდის. შეიცვალა ისიც, რომ ხახვი და სანელებლები ხორცს შეწვის დროს, პირდაპირ გრილზე ეყრება, რაც მის მდიდარ გემოს კიდევ უფრო ამძაფრებს, ხორცი ხდება უფრო წვნიანი და უფრო არომატული. 

ყველი ახლა უფრო მეტად ადნება ხორცს - მისი იდეალურად დნობისთვის ტემპერატურა ზუსტად შეირჩა.

განახლდა ბურგერის ფუნთუშებიც, რომლებიც ისევე მადისაღმძვრელად გამოიყურება, როგორი გემრიელიცაა: უფრო რბილია, ოქროსფერი, ახლად დაბრაწული და მეტად არომატული.

ყველაზე სასიამოვნო ცვლილება ბიგ მაკის მოყვარულებისათვის კი, ალბათ, უფრო მეტი ბიგ მაკის სოუსი იქნება. მაკდონალდსმა გაითვალისწინა მისი მომხმარებლების სურვილი და ლეგენდარულ ბურგერში ლეგენდარული სოუსის რაოდენობა გაზარდა, რაც გემოს უფრო ინტენსიურს, თითოეულ ლუკმას კი უფრო სასიამოვნოს ხდის.

ბურგერი იქმნება სპეციალურად თქვენთვის - მის მომზადებას მაკდონალდსში ზუსტად იმ მომენტიდან იწყებენ, როდესაც თქვენ შეკვეთას გააფორმებთ. 

ტექნოლოგიების დახვეწით, სიახლეების დანერგვით, მომხმარებლების მოსმენითა და მათზე მუდმივი ზრუნვით, მაკდონალდსი კვლავ მიყვება თავის მისიას - ქმნის სასიამოვნო, გემრიელ მომენტებს. უფრო გემრიელს, ვიდრე ოდესმე.

(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up