უფრო დახვეწილი და მეტი პერფორმანსი: პორშემ ახალი კაიენი წარადგინა

უფრო დახვეწილი და მეტი პერფორმანსი: პორშემ ახალი კაიენი წარადგინა

access_time2023-04-18 19:17:08

პორშემ კაიენის მესამე თაობა სრულად განაახლა. ცვლილებები მოიცავს ამძრავებს, სავალ ნაწილს, დიზაინსა და  კომპლექტაცია. კიდევ უფრო გაიზარდა და კომფორტული გახდა ავტომობილის შესაძლებლობები ქალაქის გზებსა თუ უგზოობაზე.

 

ეს პროდუქტის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ვრცელი განახლებაა პორშეს ისტორიაში, - აცხადებს კაიენის წარმოების ვიცე-პრეზიდენტიმიხაელ შეტცლე.



განახლებული კაიენი მაღალი გაფართოების HD-Matrix-LED— ფარებით არის აღჭურვილი, რაც ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურ განათებას უზრუნველყოფს. სიახლეა ჰაერის ფილტრაციის სისტემა, რომელიც სალონშია ჩამონტაჟებული. ასევე პირველად სწორედ ახალ კაიენში გამოჩნდა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი გასართობ-საინფორმაციო სისტემა ვიდეოსტრიმინგის ფუნქციით. მნიშვნელოვნად დახვეწილი დიზაინითა და უმძლავრესი ამძრავებით კაიენი ახლა კიდევ უფრო მეტად გამოხატავს SUV-სეგმენტში სპორტქარის თვისებებს.


გაციფრულებული და მძღოლზე ორიენტირებული კოკპიტი

 

პორშემ ახალ კაიენში მაჩვენებელთა დაფის, ხელსაწყოთა პანელის, ეკრანისა და მისი მომსახურების სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფცია წარმოადგინა, რომელსაც Porsche Driver Experience ეწოდება.


ახალი კოკპიტი მოიცავს საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკს ახალი დიზაინით, რომელსაც ჩვენების ცვალებადი შესაძლებლობები აქვს. ასევე განახლებულია ცენტრალური კონსოლი, ახალი თაობისაა ავტომობილის საჭეც. ავტომატიკის ბერკეტი ახლა საჭის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. ამ ცვლილებამ ცენტრალურ კონსოლზე კლიმატკონტროლის რეგულირების დაფისთვის მეტი სივრცე გააჩინადაფა შავი პანელის სახითაა წარმოდგენილი.

 

საზომ ხელსაწყოთა ბლოკი, რომელიც სრულად ციფრულია, 12,6-დუიმიანი ეკრანით არის წაროდგენილი. მასზე მძღოლს 7-მდე სხვადასხვა დიზაინის მორგება შეუძლია.

      

ხედების მიხედვით, წინა პლანზე შეიძლება ჩანდეს ტაქომეტრი, ონლაინ ნავიგაცია, ღამის ხედვის ასისტენტი ან მართვის 3D ასისტენტი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია კლასიკური, პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინის არჩევაც. დამატებითი ოფციის სახით ხელმისაწვდომია გაუმჯობესებული Head-up-დისპლეი (საქარე მინაზე პროეცირების სისტემა). მაღალი გარჩევადობის, სერიული 12,3-დუიმიანი ცენტრალური ეკრანი პორშეს კომუნიკაციების მენეჯმენტის (PCM) კონტროლის ცენტრია.


ისეთი აპლიკაციები კი, როგორებიცაა Spotify® და Apple Music®ახალი კაიენის კავშირსა და მულტიმედიურობას აუმჯობესებ.


მნიშვნელოვანი სიახლეა მძღოლის გვერდით მჯდომი მგზავრისთვის განკუთვნილი 10,9-დუიმიანი ეკრანი, რომლითაც შესაძლებელია, მაგალითად, მუსიკის ან ნავიგაციის მართვა. ეკრანიუსაფრთხოების მიზნითმიუწვდომელია მძღოლის სავარძლიდან. თანამგზავრს შეუძლია, საკუთარ ეკრანზე მხოლოდ თავისთვის ჩართოს სხვადასხვა ვიდეო ან ფილმი.


 


უკეთესი დიზაინი, განათების ინოვაციური ტექნიკა

 

ახალი კაიენი განსაკუთრებული ექსპრესიულობით გამოირჩევა. განახლდა ავტომობილის წინა მხარე, რომელზეც უფრო მეტად თაღოვანი ფრთები და მაღალტექნოლოგიური ფარები ავტომობილის სიგანეს მკვეთრად გამოხატავ. უკანა ნაწილის მთავარი დამახასიათებელი ნიშნები კი 3-განზომილებიანი მაშუქები, გლუვი ზედაპირები და ახალი უკანა ბამპერის საშხეფარია, ინტეგრირებული სანომრე ნიშნით.



 

ფერების კიდევ უფრო მეტი არჩევანი (სამი ახალი ფერით), სპორტული პაკეტები წონის 33 კილოგრამამდე და მსუბუქებით  კაიენკუპესთვისდა ალუმინის დისკების არჩევანი 20-დან 22 დუიმის ჩათვლით, იმის გარანტიაა, რომ ახალი კაიენის განსაკუთრებით ინდივიდუალურად და სპორტულად კონფიგურირებაა შესაძლებელი.


 

ახალ კაიენში Matrix-LED-ფარები სერიულ კომპლექტაციაში შედის. სიახლეა დამატებითი ოციის სახით ხელმისაწვდომი HD-Matrix-LED-ფარები. ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც მაღალი გაფართოების ორ მოდულსა და თითო ფარზე 32 000-ზე მეტ პიქსელს მოიცავს, ავტომობილის განათება სრულიად ახალ, უფრო მაღალ დონეზეა. მოდულების სიკაშკაშე სვლის სიტუაციის მიხედვით 1000-ზე მეტი საფეხურით რეგულირდება. განათების რეჟიმის წყალობით უმჯობესდება უსაფრთხოება და იქმნება მეტი კომფორტი. 


 

გარდა  ამისა, პორშემ ახალ კაიენში ჰაერის ხარისხის  სისტემა დანერგა, რომელიც ვითარების შესაბამისად მოქმედებს. მაგალითად, წინასწარ ხვდება, რომ ავტომობილი გვირაბს უახლოვდება და ავტომატურად ააქტიურებს ჰაერის რეცირკულაციას.



ასევე სენსორი აღიქვამს ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობის დონეს და საჭიროებისამებრ ამუშავებს სალონის გამჭოლ ვენტილაციას. უფრო მეტიც: იონაიზერი ჰაერს აცილებს სხვადასხვა მავნე ნივთიერებას და დამაბინძურებელ პოლუტანტებს, რაც ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაც უდიდესი შვებაა.

 


ახალი კაიენის მფლობელების განკარგულებაში იქნება გაუმჯობესებული ასისტენტ სისტემების საკმაოდ დიდი არჩევანი. მაგალითად, სისწრაფის ლიმიტის აქტიური ასისტენტი, ასევე მიმართულების უეცარი ცვლილების ასისტენტი, გახვევის ასისტენტი და გაუმჯობესებული Porsche InnoDrive, როგორც ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის შემადგენელი ნაწილი.

 


პორშემ ახალი კაიენი ფოლადის საკიდრით აღჭურვა, რომელიც პორშეს დაკიდების სისტემის აქტიური მენეჯმენტის სისტემას (PASM) მოიცავს.


საგრძნობლად გაუმჯობესდა კომფორტი ნელი სვლის დროს და მანევრულობა მოსახვევების დინამიკურად გავლის მცდელობისას, კიდევ უფრო შემცირდა ცხვირის აწევ-დაწევა და ავტომობილის გადახრა. ახალი ადაპტირებადი პნევმო დაკიდება 2-კამერიანი და 2-სარქვლიანი ტექნოლოგიით ავტომობილის   მართვას კიდევ უფრო მოსახერხებელა და სასიამოვნოს ხდის. მძღოლის სურვილზეა დამოკიდებული სვლის რეჟიმის არჩევაც: „ნორმალი, სპორტი“ ან სპორტპლუსი.

 

 

ჰიბრიდული მოდელი მეტი სიმძლავრითა და 90 კილომეტრამდე მანძილის ელექტროსვლით გავლის რესურსით

 

ახალი კაიენის დებიუტი ევროპაში 3 სხვადასხვა მოტორიზებით (ძრავის 3 სხვადასხვა ვერსიით) შედგება. ახალ Cayenne S-ში V6-აგრეგატი პორშეს მიერ მრავალმხრივად განვითარებულმა, 4 ლიტრი მოცულობის V8-Biturbo ძრავამ შეცვალა. 474-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და 600-ნიუტონმეტრიანი მაბრუნი მომენტით (34 ცხენის ძალით და 50 ნმ-ითმეტი) ახალი კაიენი ასეთი მოტორიზებით 100 კმ/სთ-მდე 4,7 წამში ჩქარდება. მაქსიმალური სისწრაფე 273 კმ/სთ-ია.


 

ახალი კაიენის საწყისი ვერსია კი ოპტიმიზებული 3-ლიტრიანი V6-ტურბო ძრავაა, რომელსაც 353 ცხენის ძალა და 500-ნიუტონ მეტრიანი მაბრუნი მომენტი აქვს, რაც წინამორბედთან შედარებით 13 ცხენის ძალით და 50 ნმ-ით მეტს ნიშნავს.


 

გარდა ამისა, 6-ცილინდრიანი ძრავა ასევე Cayenne E-Hybrid-ის საბაზისო აგრეგატია. ახალ, 176-ცხენისძალიან (130 კვ) ელექტრომოტორთან ერთად მისი სისტემური სიმძლავრე 470 ცხენის ძალას შეადგენს. სისტემა აღჭურვილია გაუმჯობესებული, ახლა უკვე 25,9 კვ.სთ-იანი ელემენტით (ადრე 17,9 კვ.სთიყო), რომლის მეშვეობითაც ელექტროსვლის რესურსი WLTP-ის მიხედვით 90 კილომეტრამდე გაიზარდა. ელემენტის უფრო დიდი ტევადობის მიუხედავად, ახალი, 11-კილოვატიანიონ ბორდ-დამტენი დამუხტვის დროს ამცირებს და ეს დრო ახლა ორსაათ-ნახევარზე ნაკლებია.


 

ახალი კაიენის საწყისი, სერიული კომპლექტაცია მნიშვნელოვნად გაფართოვდა - პირველ რიგში Matrix-LED-ფარებით, PASM-ით, 20-დუიმიანი დისკებით, პარკასის ტენტით, უკუსვლის კამერით და ასევე სმარტფონის უკაბელო დამუხტვის ფუნქციის მქონე სათავსით.


--

Porsche-ს საქართველოში ოფიციალურად  „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „პორშე ცენტრი თბილისი“ წარმოადგენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.


(R)


თეგები:
პორშე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up