უფრო მდგრადი მომავალი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების გარეშე – ინტერვიუ CNF-ის აღმასრულებელ დირექტორთან თობიას მიუნხმაიერთან

უფრო მდგრადი მომავალი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების გარეშე – ინტერვიუ CNF-ის აღმასრულებელ დირექტორთან თობიას მიუნხმაიერთან

access_time2021-08-05 11:55:58

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიურ ჩართულობას აგრძელებს. ბანკის მხარდაჭერით ოთხ დაცულ ტერიტორიას- მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს ბანკი CNF-ის (Cavcasus Nature Fund) დახმარებით 11 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მხარდაჭერას უკვე 10 წელია ახორციელებს. ესენია: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, თუშეთი, ვაშლოვანი, მტირალა, ჯავახეთი, ყაზბეგი, ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთის და მაჭახელა. სწორედ ბანკისა და CNF-ის ერთობლივმა და მრავალწლიანმა ზრუნვამ შეიტანა საკუთარი წვლილი ამ ოთხი დაცული ტერიტორიისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაში.


გადაწყვეტილება UNESCO-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა რამდენიმე წლიანი შეფასებებისა და ექსპერტთა მიერ ჩატარებული ყოვლისმომცველი კვლევების შედეგად მიიღეს. სწორედ UNESCO-მ გაუწია ოფიციალური რეკომენდაცია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირთან (IUCN) ერთად რომ საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების’’ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილიყო.


უფრო მეტი დეტალის გასაგებად კი "კომერსანტმა" CNF-ის აღმასრულებელი დირექტორთან
თობიას მიუნხმაიერთან ჩაწერა ინტერვიუ:


- ბატონო თობიას, საქართველოს ოთხმა დაცულმა ტერიტორიამ მიიღო იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?


ეს აღიარება საქართველოსთვის ოლიმპიური ოქროს მედლის მიღების ექვივალენტია. ეს არ არის მხოლოდ კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების განსაკუთრებული ღირებულებისა და მნიშვნელობის გლობალური აღიარება. ეს არის იმ განსაკუთრებული მიღწევების აღიარება, რაც ამ 4 დაცული ტერიტორიის მართვას უკავშირდება.


- 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაში. რას გვეტყვით იმ როლის შესახებ, რასაც კერძო ინვესტიციები ასრულებენ დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაში?



საქართველოს ბანკის ჩართულობა საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაში შეიძლება კერძო-საჯარო პარტნიორობისათვის ბუნების დაცვის სფეროში მისაბაძი მაგალითია. საქართველოს ბანკის წვლილი მნიშვნელოვანი იყო კოლხური ტყეების 4 დაცული ტერიტორიის მართვის გაუმჯობესებაში. მე მჯერა, რომ საქართველოს ბანკის ყველა პარტნიორს - იქნება ეს მსხვილი ინვესტორი თუ ბიზნესი, ასვე მის ყველა თანამშრომელს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს 4 დაცული ტერიტორიის იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებაში.


- ქვეყნისთვის რა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შეიძლება მოჰყვეს ამ აღიარებას?


ამ აღიარებით კოლხური ტყეები და მისი უნიკალური ეკოსისტემა საერთაშორისო ყურადღებას მიიქცევს. ის საქართველოს სახელით პირველ კვალს ტოვებს ბუნების მემკვიდრეობის ძეგლთა მსოფლიო რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა, საქართველომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები კვლევის ჩასატარებლად მოიზიდოს. ამავე დროს, ზრდის ტურისტების ინტერესს - როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან - დატკბნენ კოლხური ტყეების სილამაზითა და მრავალფეროვნებით.


- რა როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების არსებობა უფრო მდგრადი მომავლის მხარდაჭერის კუთხით?


უფრო მდგრადი მომავალი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების გარეშე. ტერიტორიები არქივია, საგანძურის ყუთები მდგრადობისთვის. კაცობრიობამ ახლახან დაიწყო ბიომრავალფეროვნების სიმდიდრის აღმოჩენა. მრავალსაუკუნოვანი განადგურების შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ იმის გათვითცნობიერებას, რომ გლობალური და ისტორიული მნიშვნელობის ამოცანაა შენარჩუნდეს ბიომრავალფეროვნების ის „ცხელი წერტილები“, სადაც გვაქვს ენდემური სახეობების განსაკუთრებული ნაირფეროვნება - ცხოველებიც და მცენარეებიც. სამხრეთ კავკასია მთელ მსოფლიოში ერთერთი, იმ მცირეთაგანი ბიომრავალფეროვნების „ცხელი წერტილია“.


- რა როლს ასრულებენ დაცული ტერიტორიები მდგრადი ტურიზმის განვითარებაში და როგორ შეიძლება ამ უპირატესობის გამოყენება?


დაცული ტერიტორიები შეიძლება იყოს მამოძრავებელი ძალა მდგრადი ტურიზმის განვითარებისათვის. ადგილობრივ თემებს უზარმაზარი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ეს ჭკვიანურ და ფრთხილ გადაწყვეტილებებს მოითხოვს - მთავრობის, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტისა და ადგილობრივი თემების მხრიდან. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი უნდა აღიქმებოდეს, როგორც რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჯილდო. ეს არის პირობა მომავალისათვის. ეს არის ჯილდო, რომელიც წლიდან წლამდე უნდა გამართლდეს.


- რა არის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის ეკონომიკური გავლენა?


დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის ეკონომიკური გავლენა შეიძლება ღირსშესანიშნავი იყოს. ამის საუკეთესო მაგალითია განვითარება, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში თუშეთის შორეულ დაცულ ტერიტორიაზე ვნახეთ. ამ რეგიონში ასობით ადამიანი სარგებელს იღებს იმით, რომ ტურისტები ჩადიან, ადგილობრივი მოსახლეობის პატარა სასტუმრო სახლებში ან საბანაკო სივრცეებში რჩებიან, კარგად აღჭურვილ ბილიკებზე სალაშქროდ მიდიან, ცხენზე ჯირითობენ, ან რეგიონის კულტურული მემკვიდრეობითა და ხელნაკეთობებით ტკბებიან. ამან ადგილობრივი თემებისთვის, ტურისტებისთვისა და ბუნების დაცვისათვის რეალურად მომგებიანი სიტუაცია შექმნა. ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის ეკონომიკური გავლენა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს დადებითი, თუკი ზეწოლა ეკოლოგიაზე მინიმალური იქნება.

(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up