უღარიბესი ქვეყნების ვალმა ბოლო 25 წლის მაქსიმუმს მიაღწია - საქართველო ამ სიაში არ არის

უღარიბესი ქვეყნების ვალმა ბოლო 25 წლის მაქსიმუმს მიაღწია - საქართველო ამ სიაში არ არის

access_time2023-04-11 19:30:48

უღარიბესმა სახელმწიფოებმა უცხოელ კრედიტორებს ბიუჯეტის შემოსავლების საშუალოდ 16,3% უნდა გადაუხადონ 2023 წელს და 16,7% - 2024-ში. ამას მოწმობს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Debt Justice-ის მონაცემები. კვლევის მიხედვით, ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 1998 წლის შემდეგ.


2024 წელს სახელმწიფო ვალის დონე 2,5-ჯერ მეტი იქნება 2011 წელთან შედარებით. ბოლოს, როცა ასეთი მაღალი იყო საგარეო ვალი, უღარიბეს ქვეყნებს ვალების 60-80% ჩამოეწერათ, აღნიშნავს Debt Justice.


მსოფლიო ბანკის (WB) მონაცემებით, 2023-2024 წლებში, 91 ქვეყნის დაგეგმილი გადახდების მიმღებ სტრუქტურებში, რომელთა ინდიკატორებიც გააანალიზა Debt Justice-მა, 46% უკავია კერძო კრედიტორებს, რომლებიც ჩინეთიდან არ არიან, 30% - საერთაშორისო ორგანიზაციებს, 12% - ჩინეთის კერძო და სახელმწიფო კრედიტორებს და 12% - სხვა სახელმწიფოებს.


პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ამ 91 ქვეყანას შორის მოხვდა: ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და უკრაინა.



Debt Justice-ის მონაცემებით, 2023-2024 წლებში მათი საგარეო ვალი იმის მიხედვით, ბიუჯეტის რა ნაწილი უნდა გადაიხადოს, ასე გამოიყურება:

 

უზბეკეთი - 8.1% – 8.2%;

ყირგიზეთი - 10.6% – 10.8%;

ტაჯიკეთი - 10.8% – 11.2%;

უკრაინა - 16.2 % – 21.7%.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო ვალი 21.7 მლრდ დოლარია, ბიუჯეტი -  21.9 მლრდ ლარი. 2023 წელს საგარეო ვალზე ბიუჯეტი 1.65 მილიარდ ლარს დახარჯავს. გამოდის, რომ წელს საქართველო ბიუჯეტის დაახლოებით 7.5%-ს დახარჯავს საგარეო ვალის მომსახურებაზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up