დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში რუსების ჭურვი სასმელ წყალზე მისულ ადამაინებს მოხვდა. სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მტრის თავდასხმის შედეგად ორი ქალი და შუა ხნის მამაკაცი დაიღუპნენ.
დაღუპულებს ადგილობრივ სასაფლაოს მიმდებარედ სათამაშო მოედანზე დაკრძალავენ, მათ იდენტიფიცირებას საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოავლენენ.
აღნიშნულია, რომ თავად სასაფლაოზე ადგილები უკვე ამოიწურა.
ადგილობრივი ACV-ის ხელმძღვანელის მოადგილის მაქსიმ ვერბიცკის თქმით, 24 თებერვლიდან უგლედარში 28 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ადამიანების ცხედრები ნანგრევების ქვეშ შეიძლება რჩებოდეს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 2 მაისს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 12 თავდასხმა დონბასში. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და შეტევითი ოპერაციები აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში.