„უგულშემატკივრე მერაბ დვალიშვილს ოკეანის მიღმა“ - VELI.store

„უგულშემატკივრე მერაბ დვალიშვილს ოკეანის მიღმა“ - VELI.store

access_time2023-03-11 14:16:11


საქართველოს თითოეულ გულშემატკივარს გული სიამაყით ევსება, როდესაც ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილი ჩნდება და მან წინასწარ იცის, რომ ახლა დიდებული სანახაობა გაიმართება, სადაც სპორტსმენთან ერთად საქართველო კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. 

 

დვალიშვილი გამორჩეული ათლეტია, როგორც სპორტული წარმატებით — 19 ჩატარებული ბრძოლიდან 15 მოგებით, ის ასევე დასამახსოვრებელია პატრიოტული შემართებით. სპორტსმენი ყოველთვის იყენებს შესაძლებლობას უცხოელი გულშემატკივრისთვის ნათელი გახადოს საქართველოს მნიშვნელობა და მისი ადგილი ევროპის რუკაზე. 

 

დვალიშვილმა, რომელსაც მსოფლიოში იცნობენ სახელით - Merab "The Machine" Dvalishvili, საქართველოს რუკა და დროშა მკერდზე მას შემდეგ ამოისვირინგა, რაც ბრძოლისას ქვეყნის სიმბოლიკის გამოყენება აეკრძალა. გულშემატკივარს, ასევე კარგად ახსოვს მერაბის ცნობილი ყელსაბამი საქართველოს რუკის კონტურით, ხოლო როდესაც მას ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ოფიციალურად აუკრძალეს აღნიშნული აქსესუარის გამოყენება, მებრძოლმა ალტერნატივა ტატუს გაკეთების გზით იპოვა. 

 

12 მარტს მერაბს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მძიმე შეხვედრა ელის, სადაც მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. როგორც მერაბის გულშემატკივრები მიიჩნევენ, ეს არ არის მხოლოდ ორი სპორტსმენის დაპირისპირება, არამედ ეს საქართველოსა და რუსეთის ბრძოლაა.






მერაბიც მიიჩნევს, რომ მომავალი შეხვედრა, რომელიც ლას ვეგასში 12 მარტს, UFC Vegas 71-ის ღონისძიებაზე გაიმართება, უფრო მეტია ვიდრე ორი ათლეტის ბრძოლა და ეს საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებაა. MMA-ის გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, უდავოდ განსაკუთრებით დიდი ინტერესით ელიან ამ სანახაობას. 

 

სიმბოლოებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ქართველმა სპორტსმენმა არაერთხელ დაამტკიცა, სიმბოლოები არც გულშემატკივრისთვის არის უმნიშვნელო. საყვარელი ათლეტების გამოსახულებიანი ტანსაცმლით თუ აქსესუარებით, სპორტის ქომაგები მათ ამხნევებენ და ბრძოლის ჟინს მატებენ. 

 

UFC-ის მებრძოლისა და საქართველოს გულშემატკივრებს შორის, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მერაბ დვალიშვილის მერჩი, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად მხოლოდ VELI.store-ზე შეგიძლია. ის ასევე, შესანიშნავი საჩუქარი იქნება გულშემატკივრისთვის, სანუკვარი გამარჯვების წინ, რომელზეც თითოეული ქართველი იმედებს ამყარებს და სურს იხილოს, როგორ გაანადგურებს „ქართული მანქანა“ რუსების საამაყო სპორტსმენს, რომელიც ასევე დიდი შემართებით ემზადება შეხვედრისთვის. VELI.store-ზე შერჩეული ნებისმიერი ნივთი შეგიძლია ონლაინ შეფუთო, მისალოცი ბარათისთვის აქვე დაწერო ტექსტი და ადრესატს საქართველოს ნებისმიერ მისამართზე უფასოდ გაუგზავნო.



VELI-ზე მერაბ დვალიშვილის მხარდასაჭერად შექმნილი უამრავი ნივთი დაგხვდება, რომელიც შეგიძლია შეარჩიო შენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის, რომელიც სპორტს და საქართველოს გულშემატკივრობს. აქ შეგიძლია ნახო პოსტერი დვალიშვილის გამოსახულებით, დახვეწილი ჰუდი, მერაბის ავტოგრაფით კეპი და სპორტული ჩანთა

 

 

 

(R)




თეგები:
VELI.store



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up