უკანონო საწყობი და ნახევარი მილიონის უაქციზო სიგარეტი -  სამეწარმეო საქმიანობისასთან დაკავშირებული კანონდაღვევისთვის სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო

უკანონო საწყობი და ნახევარი მილიონის უაქციზო სიგარეტი - სამეწარმეო საქმიანობისასთან დაკავშირებული კანონდაღვევისთვის სასამართლომ 4 პირი დამნაშავედ ცნო

access_time2023-01-12 14:30:47

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი პირი დამნაშავედ ცნო

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადების და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტებზე, სამი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

 

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თბილისში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი საბაჟო საწყობი კანონმდებლობის უხეში დარღვევით ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით - 4 443 433 ლარის შემოსავლის მიღება, ხოლო აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფოს - 978 004 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

 


საბაჟო საწყობის ხელმძღვანელი პირები, კომპანიის კუთვნილ არასაბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 571 304 ლარის საბაზრო ღირებულების აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს. ბრალდებულებმა, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოსატანად მოამზადეს 184 131 ლარის საბაზრო ღირებულების სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი, რომელიც სამართალდამცველებმა დროულად ამოიღეს.

 

 

პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და 18-214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარუდგინა (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მომზადებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა), ხოლო იურიდიულ პირს - სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) წარუდგინა.

 

 

სასამართლომ ოთხივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ორ პირს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი მსჯავრდებული, ასევე ბრალდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძოდ, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე და ამჟამად, ბრალდების საქმე არსებითად განიხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, კიდევ ერთ ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც ამ უკანასკნელს 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, 2 წელი კი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

 

რაც შეეხება იურიდიული პირს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საწარმოს სასჯელის სახედ 25 000 ლარი ჯარიმა და ლიკვიდაცია განესაზღვრა. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიმდინარეობს ხსენებული საწარმოს შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით.


თეგები:
სასამართლო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up