უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის - ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო საგზაო უსაფრთხოების შესახებ კამპანიას იწყებს

უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის - ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველო საგზაო უსაფრთხოების შესახებ კამპანიას იწყებს

access_time2023-02-08 11:00:28

ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის, EIB-ის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო მასშტაბური ერთიანი საკომუნიკაციო კამპანია - „უკეთესი და უსაფრთხო გზები საქართველოსთვის".



საქართველოში სიკვდილიანობის და სხეულის დაზიანების შემთხვევების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ავტოსაგზაო ინციდენტებს უკავშირდება. არსებული სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი გამომწვევი მიზეზებია: ზოლიდან ზოლში არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვა, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდა უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხიც. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა 15 222 და დაიღუპა 879 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი.



„ჩვენ მეტად უსაფრთხო და უკეთეს გზებს ვქმნით საქართველოში, ჩვენს პარტნიორებთან - ევროპის საინვესტიციო ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად. ცნობიერების ამაღლების კამპანიას, რომელსაც დღეიდან ვიწყებთ, შეუძლია შეამციროს საგზაო შემთხვევების რაოდენობა საქართველოში. ყოველწლიურად, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ავტოსაგზაო შემთხვევებს, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო. საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის მეტად უსაფრთხო სატრანსპორტო გარემოს შექმნა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა", – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.





„საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) საქართველოში ოპერირება დაიწყო. ამ მიზნის მისაღწევად ბანკმა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის საგზაო პროექტის მშენებლობასა და განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოსთვის ევროკავშირისგან გამოიყო დაფინანსება 1 მილიარდი ევროს ოდენობით და ამასთან ერთად, 40 მილიონ ევრომდე გრანტის სახით გადაეცა", - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ.




„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის საგზაო ქსელი განვითარდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რაც, თავის მხრივ, მოიცავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებასაც. საერთაშორისო პროექტებში ჩვენ მიერ გათვალისწინებული უსაფრთხოების კომპონენტები, საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლების თვალსაზრისით", - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კობა გაბუნიამ.




კამპანია, რომლის სლოგანია: "არ გაიმეორო შეცდომა", ავტოსაგზაო შემთხვევების კონკრეტულ ასპექტებზე გაამახვილებს ყურადღებას და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საგზაო მოძრაობის წესების დაცვის აუცილებლობაზე. კამპანია ფოკუსირებულია იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებიც თავად დაზარალდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. კამპანიის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების მესიჯების შემცველი ბილბორდები გამოჩნდება საქართველოს 5 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ხაშური, ზესტაფონი, ბათუმი). სატელევიზიო, ონლაინ და სოციალური მედიის საინფორმაციო არხების საშუალებით გავრცელდება საგზაო უსაფრთხოების თემაზე მომზადებული სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო მასალები. კამპანიის მიზანია საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება საგზაო უსაფრთხოების მნიშვნელობისა და რისკების შესახებ.



საგზაო უსაფრთხოების კამპანია მიმდინარეობს ევროკავშირისა და მისი ბანკის, EIB-ის ფინანსური მხარდაჭერით, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების (GTC) პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია საქართველოსა და ევროპის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, ავტოსაგზაო ქსელების უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესების გზით.


თეგები:
გზები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up