უკრაინა 11 000-ზე მეტ ომის დანაშაულს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა "ტვიტერის" გვერდზე წერს.
ვენედიქტოვას ინნფორმაციით, ამ დროისთვის ომის დანაშაულში მხილებული 40 ეჭვმიტანილია.
,,ჩვენ გვაქვს 11 000-ზე მეტი ომის დანაშაულის მიმდინარე საქმე და უკვე 40 ეჭვმიტანილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სხვა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემასა და მოსამართლეების წინაშე დამნაშავეების წარდგენას ვიხილავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს", - წერს ვენედიქტოვა თავის ტვიტში.