გადაწყვეტილების შესახებ, რომ უკრაინა ამაზონისგან 75 მილიონ დოლარს მიიღებს დღეს გახდა ცნობილი.
უკრაინის ციფრული განვითარების მინისტრის მიხაილ ფედოროვის განცხადებით, Amazon AWS-მა და უკრაინამ 2023 წლისთვის თანამშრომლობის მემორანდუმი მოაწერეს ხელი.
სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან კომპანია ეხმარებოდა უკრაინას ციფრული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო მონაცემთა ბაზების შესანახვაში
ამაზონის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ფედოროვმა მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის პრეზიდენტის ჯილდო გადასცა.