უკრაინა აუქმებს ყველა საბაჯო ბიუროკრატიულ დოკუმენტაციას, დღგ-ს და ყველა საბაჟო გადასახადს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით ეს ომის პირობებში ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად კეთდება.
,,ჩვეულებრივ, ასეთ დღეებში ვამბობდით: ,,გაზაფხული მოვიდა, მაგრამ ახლა ჩვენ ვამბობთ: ,,ომი მოვიდა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ყველას, რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი ხალხი ვართ. დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საბაჟო სამსახურის სრულად გადატვირთვის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღეს. ტვირთი ჩვენი თავდაცვისთვის, ჩვენი ხალხისთვის უკრაინაში ისე მარტივად იქნება შემოტანილი, როგორც ფიზიკის კანონები. ჩვენ ვხსნით მთელს ბიუროკრატიას, ყველა დოკუმენტაციას, დღგ-ს, ყველა საბაჟო გადასახადს. მიზანი ცხადია - თავიდან ავიცილოთ ადამიანური ფაქტორი, ხელი შეუშალოს საქონლით სწრაფ მომარაგებას, რომელიც ახლა ძალიან საჭიროა. უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი და ამ პროფილის კომიტეტები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ დეპუტატების მხარდაჭერა. ხაზს ვუსვამ: ეს გადაწყვეტილება აუცილებელია სახელმწიფოს დასაცავად, საომარი მდგომარეობის დროს, ნორმალური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა ზელენსკიმ