უკრაინა 5-7 წელიწადში დაახლოებით 100 მილიარდ დოლარს მიიღებს რუსეთის სუვერენული აქტივებიდან, რომლებიც მთელ მსოფლიოში სანქციების დაწესების შემდეგ ჩამოართვეს მეპატრონეებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ოფისში განაცხადეს.
პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის ოლეგ გავრიშის თქმით, ამჟამად უკრაინა რუსული აგრესიით მიყენებულ მატერიალურ ზარალს 700-800 მილიარდ დოლარად აფასებს და ეს თანხა იზრდება.
„გენერალური პროკურატურის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს მტერმა გაანადგურა და სერიოზულად დააზიანა 74,4 ათასი საცხოვრებელი კორპუსი, დაახლოებით 2,5 ათასი სასწავლო დაწესებულება, 500 საავადმყოფო, 400 კულტურული და 120 რელიგიური შენობა, 4,5 ათასი ქსელის ობიექტი და კომუნიკაციები, ასევე 12 ათასი სხვა ობიექტი. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კუთხით რუსეთმა გაანადგურა 114 ობიექტი“, - თქვა გავრიშმა.
კომპენსაციის მიზნით, უკრაინა, პირველ რიგში, რუსეთის სუვერენულ აქტივების მიღებას ელის.
„არსებობს გაეროს და მრავალი ქვეყნის შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეს თანხა დაახლოებით 100 მილიარდი დოლარია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას 5-7 წელიწადში მივიღებთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 10 წელზეც ვისაუბროთ“, - განაცხადა გავრიშმა.