უკრაინის უმაღლესმა რადამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა Eurovision Ukraine-ის პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ, საბრძოლო მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ევროვიზია 2022-ში მონაწილეობას გეგმავს.
„ჩვენი ძლიერი და შესანიშნავი ქვეყანა კვლავ მიიღებს მონაწილეობას ევროვიზია 2022-ზე! მიუხედავად ბრძოლისა, KALUSH-ი ჩაწერს თავის გამოსვლას უსაფრთხო ადგილას, რომელიც გადაეგზავნება კონკურსის ორგანიზატორებს და მაისისთვის, ოკუპანტებზე ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი დელეგაცია გაემგზავრება იტალიაში და ცოცხლად იმღერებს ევროპის წინაშე“, - წერია პოსტში.
უკრაინა კონკურსზე სიმღერით Стефанія წარდგება.
ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აეკრძალა.