უკრაინა აგრძელებს მზადებას შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
„ვაგრძელებთ ტექნიკურ მომზადებას ჩვენი პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის დასაწყებად“, - წერს კუბრაკოვი „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა და უკრაინამ, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექსპორტის განახლების მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებ. დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.
წყარო: bpn.ge