უკრაინის პარლამენტში განიხილება კანონი, რომელიც უკრაინაში NFT მარკების გამოშვებას გულისხმობს. ამის შესახებ Укрпочта-ს გენერალურმა დირექტორმა იგორ სმილიანსკიმ განაცხადა.
„283 ხმით უზენაესი რადას დეპუტატებმა მიიღეს კანონი NFT ნიშნის შესახებ. ეს კანონი საშუალებას მისცემს უკრაინას გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც გამოუშვებს NFT მარკებს და რაც მთავარია, მოაგროვებს თანხას შეიარაღებული ძალებისთვის, რათა მალე გამოვუშვათ ციფრული მარკა, რომელიც ჩვენს გამარჯვებას ეძღვნება,“ - წერს სმელიანსკი.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ უკრაინაში საფოსტო მარკის გამოსახულებაზე საავტორო უფლებების დასაცავად, დაინერგება „ციფრული საფოსტო მარკის“ კონცეფცია, რომელიც საფოსტო მარკის გამოსახულების ციფრული ასლი იქნება.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დოკუმენტი დაარეგულირებს საფოსტო მარკების გამოსახულების ციფრული ასლების გამოყენებას.
„დადგინდება, რომ ციფრული საფოსტო მარკა არის სახვითი ხელოვნების ობიექტი და არა საფოსტო სამსახურის გადახდის საშუალება დანიშნული საფოსტო ოპერატორის მიერ მოწოდებული წერილისთვის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.