უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განახლებული გამშვები პუნქტი ამუშავდა

უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განახლებული გამშვები პუნქტი ამუშავდა

access_time2022-08-17 17:40:00

უკრაინისა და პოლონეთის საზღვარზე კრაკოვეც-კორჩევას განახლებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი სრულფასოვანად ამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო Facebook-ზე ავრცელებს.


უწყების ცნობით, გამშვები პუნქტის მოდერნიზაციის ფარგლებში განახლდა სატრანსპორტო საშუალებებისა და სატვირთო მანქანების ზოლები, საბაჟო და საპასპორტო კონტროლის პავილიონები, გაფართოვდა პუნქტამდე მისასვლელი გზა (A-4) და აშენდა ავტობუსების ახალი ტერმინალი, რომელსაც გამტარიანობის რესურსი 30 ავტობუსიდან აქვს.


ახალი ტერმინალის გავლით ავტობუსების მიმოსვლა 16-დან 17 აგვისტოს შუაღამისას დაიწყო.



ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მუსტაფა ნაიე Facebook-ზე წერს, რომ „სამუშაოებს ექვს თვეზე ოდნავ მეტი პერიოდი დასჭირდა, თუმცა ომისა და რესურსების სიმცირის მიუხედავად, პროექტი მაინც დასრულდა, რომელსაც ადრე, უკრაინული მხარის გარდა, ყველა უსარგებლოდ მიიჩნევდა.“


ყველა სამგზავრო ტრანსპორტი ცალკე ზოლში იმოძრავებს, რაც, მუსტაფა ნაიეს შეფასებით, „საზღვართან 10-20-კილომეტრიანი რიგის შემცირების ერთ-ერთი საშუალებაა.“


კრაკოვეც-კორჩევას გამშვები პუნქტის განახლების სამუშაოები სახელმწიფოთაშორისი პროექტის, „ღია საზღვრის“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, „ღია საზღვარი“ დასავლეთ საზღვარზე არსებული შეფერხებების აღმოფხვრასა და უკრაინა-ევროკავშირის მიმართულებით ლოგისტიკის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამ პროექტის ფარგლებში, 20 ივნისს კრაკოვეც-კორჩევას საგუშაგოზე მოდერნიზაციის პირველ ეტაპზე სატვირთო მანქანების ზოლების რაოდენობა 4-დან 10-მდე გაიზარდა, ასევე, საბაჟო და საპასპორტო კონტროლისთვის დამატებითი პავილიონები შეიქმნა.


ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up