უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს ითხოვს

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდს ითხოვს

access_time2022-03-06 00:19:15


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ შაბათს სატელევიზიო გამოსვლისას განაცხადა, რომ მის ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება სურს. - ამის შესახებ ინფორმაციას cnn ავრცელებს. 



კულებამ აღნიშნა, რომ სანქციებს შორის უნდა იყოს რუსული ბანკის sberbank - ის swift -  იდან გათიშვა, რუსული გემებისთვის პორტების დახურვა, კრიპტოვლუტაზე რუსეთის წვდომის შეზღუდვა და რუსული ნავთობის შესყიდვის შეჩერება.



დიმიტრი კულებამ სატელევიზიო ეთერიდან თქვა, რომ “რუსული ნავთობს უკრაინელების სისხლის სუნი სდის და მისი ყიდვა ომის დანაშაულის დაფინანსებაა” კულებამ სატალევიზიო ეთერიდან საერთაშორისო მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ უკრაინის სივრცე “ბარბაროსული დაბომბვისგან დაიცვან”  



“ჩემი გზავნილი მსოფლიოსთვის ნათელია. როდესაც ყველა ევროპელი და სხვა ლიდერი ყველა ცერემონიაზე მთელი წლის განმავლობაში იმეორებს ცალკეულ სიტყვებს "აღარასდროს", მათ ახლა უნდა დაამტკიცონ მოქმედებით, რომ იცავენ ამ სიტყვებს.




ახლავე დაამტკიცეთ, რომ თქვენ ისწავლეთ წარსულის გაკვეთილები, რომ ევროპაში ახალი სასტიკი ძალის შეჩერება შესაძლებელია, სანამ ის მთელ კონტინენტს დამანგრეველ კონფლიქტში ჩაათრევს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვის დასასრულს.



გზავნილის დროს კულებამ შეაქო სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში „მშვიდობიანი მომიტინგეების“ „აღფრთოვანებული“ გამბედაობა.



”გმირი უკრაინელი ხალხის გზავნილი მარტივია”, - თქვა მან. "რუსებო, წადით სახლში. თქვენ იმყოფებით უცხო მიწაზე, სადაც არავის სჭირდებით  და არავინ გიმასპინძლებთ ყვავილებით. პუტინ თავი დაანებეთ უკრაინას, შენ ვერ მოიგებ ამ ომს - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ მოკლე მესიჯში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up