უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის მთავრობამ გუშინ მიიღო. უკრაინის პირველი ვიცეპრემიერის, იულია სვირიდენკოს ინფორმაციით,
ამით, ოკუპანტი ქვეყანა ყოველწლიურად 6 მილიარდ დოლარს დაკარგავს და მტერი ვეღარ დააფინანსებს ომს უკრაინაში, უკრაინიდან მიღებული ფულით.
"რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს ყოველწლიურ სავალუტო შემოსავალს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი ამ თანხებს ვერ მიიღებს და ომის დასაფინანსებლად ვერ გამოიყენებს," - თქვა სვირიდენკომ.
დღესვე, უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ორი რუსული ბანკის, "სბერბანკისა" და "სააქციო სამრეწველო საინვესტიციო ბანკის", ქონების იძულებითი ექსპროპრიაციის [სახელმწიფოს მიერ ჩამორთმევის, ნაციონალიზაციის] შესახებ.