უკრაინა უახლოეს თვეებში Starlink-ის 10000-ზე მეტ ინტერნეტ ტერმინალს მიიღებს. ამის შესახე Bloomberg-ი უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილ ფედოროვზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, კიევმა ხელშეკრულება გააფორმა Space Exploration Technologies Corp-თან.
"SpaceX და მასკი სწრაფად რეაგირებენ პრობლემებზე და გვეხმარებიან. მასკმა დაგვარწმუნა, რომ ის გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას,“- განაცხადა ფედოროვმა.