უკრაინამ 182 რუსულ და ბელარუსულ კომპანიას და სამ პირს სანქციები დაუწესა.
„მათი აქტივები უკრაინაში დაბლოკილია, მათი ქონება ჩვენი თავდაცვისთვის იქნება გამოყენებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, სანქცირებული კომპანიები საქონლის ტრანსპორტირებას, მანქანების ლიზინგს და ქიმიურ წარმოებას ეწევიან. სიაშია რუსული კალიუმის სასუქის მწარმოებელი და ექსპორტიორი კომპანია Uralkali, ბელარუსული კალიუმის მწარმოებელი Belaruskali, Belarusian Railways-ი, რუსეთის VTB-ლიზინგი და Gazprombank Leasing-ი.