კრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის ფონზე, უკრაინის ეროვნულმა ბანკმა და პოლონეთის ეროვნულმა ბანკმა ომში თანამშრომლობის გასაძლიერებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. - ამის შესახებ ინფორმაციას unian ავრცელებს.
მემორანდუმი ორ ცენტრალურ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთდახმარებას და ქვეყნებს შორის ფინანსურ და საბანკო სექტორში მჭიდრო კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.
„კირილ შევჩენკოსთან ერთად ჩვენ მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ადასტურებს ჩვენს კარგ ურთიერთობებსა და ჩვენს ბანკებს შორის მჭიდრო კავშირებს“, - თქვა ადამ გლაპინსკიმ, პოლონეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.