უკრაინამ დაამარცხა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი - Politico

უკრაინამ დაამარცხა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი - Politico

access_time2022-08-30 15:52:49

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტი მეორად ძალად აქციეს. შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე გემის ჩაძირვა მოახერხეს, მათ შორის კრეისერ „მოსკვასი“ - წერს სტატიას გამოცემა POLITICO. როგორც სტატიის ავტორი წერს, სამხედრო წარუმატებლობამ განაპირობა ის, რომ რუსული ფლოტი თავდაცვაზე გადავიდა.


სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ომი დაწყებისას ფსონი დადო დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაფუძნებულ ფლოტზე. ავტორი წერს, რომ კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებს აქტიურად უშვებდნენ ქვეყნის შიდა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით, რითიც ბლოკავდნენ უკრაინის პორტებთან წვდომას. გარდა ამისა, ისინი ოდესაში საზღვაო დესანტით დაიმუქრნენ.


რამდენიმე რუსული გემის ჩაძირვის შემდეგ ინიციატივა კიევმა აიღო. ასევე მძიმედ დაზარალდა შავი ზღვის ფლოტის საავიაციო პოლკი, რომელიც მდებარეობს ყირიმში, საკის ავიაბაზაზე- წერს გამოცემა.


POLITICO-ს ცნობით, ფლოტმა არ გაამართლა პუტინის მოლოდინი:



„გაზაფხულიდან შავი ზღვის ფლოტის პრობლემები გაუარესდა ცუდი ხელმძღვანელობის, მოძველებული აღჭურვილობისა და ამპარტავნების გამო. სამხედრო წარუმატებლობამ გამოიწვია ფლოტის მეთაურის, ადმირალ იგორ ოსიპოვის გადადგომა. გარდა ამისა, ახლა რუსული ფლოტი პრაქტიკულად უმწეოა წერს გამოცემა.


სტატიაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დამარცხდა და ახლა გამოიყენება მხოლოდ თავდაცვით ძალად, რომელიც პერიოდულად თავს ესხმის საკრუიზო რაკეტებით“.



https://mtavari.tv/




თეგები:
უკრაინა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up