უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შესაძლოა 2023 წელს დაიწყოს.
„ამ საღამოს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უკრაინა თავისი მიზნისკენ მიდის. ჩვენ უკრაინული თავისუფლება შევინარჩუნეთ. ვიცავთ უკრაინის ღირებულებებს და მივაღწევთ ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მიზნებს. დღეს უკვე იგრძნობოდა ამ სამიტის რწმენა. ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ როგორც ევროპული საზოგადოების მონაწილეები. ვმუშაობთ, რომ ეს იურიდიულად გავაფორნოთ. დღეს ვისაუბრეთ, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელს არის შესაძლებელი. პარტნიორებს ასევე ესმით, რომ მიმდინარე წელს ისევე, როგორც გასულ წელს, აუცილებელია ჩვენი სახელმწიფო თავდაცვითი მხარდაჭერის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, მათ შორის სასანქციო ზეწოლის. ჩვენ დღეს ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის მომზადებაზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.