უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ჰაკერებმა სცადეს, მწყობრიდან გამოეყვანათ უკრაინის ელექტრომომარაგება

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ჰაკერებმა სცადეს, მწყობრიდან გამოეყვანათ უკრაინის ელექტრომომარაგება

access_time2022-04-12 19:57:29

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ჰაკერები გასულ კვირაში მეორედ შეეცადნენ, მწყობრიდან გამოეყვანათ უკრაინის ელექტრომომარაგება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.


უკრაინის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიქტორ ჟორამ, 12 აპრილს განაცხადა, რომ „სამხედრო ჰაკერულმა ჯგუფმა“ განახორციელა თავდასხმა, რათა „მწყობრიდან გამოეყვანათ ზოგიერთი ობიექტი, მათ შორის ელექტროქვესადგურები“.



თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოძიებას ატარებენ, დასძინა ჟორამ. მისი თქმით, სავარაუდოდ, თავდასხმა ამჟამად რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში წარმოებული იერიშის მხარდაჭერისთვის განხორციელდა. უკრაინის კომპიუტერულ საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების ჯგუფმა 12 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ადრე Sandworm-ის სახელით იყო ცნობილი, მავნე ჰაკერული პროგრამა განათავსა კომპიუტერებზე, რომლებიც უკრაინის მაღალი ვოლტაჟის ქვესადგურებს აკონტროლებს. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჰაკერებმა სისტემაში პირველად შეღწევა შეძლეს თებერვალში. მისი თქმით, „ელექტროქვესადგურების გათიშვა და კომპანიის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა“ 8 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.




რუსეთი მტკიცედ უარყოფს უკრაინაზე კიბერთავდასხმაში ბრალდებებს.



კიბერუსაფრთხოების სლოვაკურმა კომპანია ESET-მა, რომელიც მონაწილეობდა გამოძიებაში, განაცხადა, რომ გამოყენებული მავნე პროგრამა არის განახლებული ვერსია იმ პროგრამისა, რომელმაც კიევში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია 2016 წელს.


Radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up