უკრაინამ IDS Borjomi International-ის ყადაღადადებული აქტივების მმართველი შეარჩია - რა განცხადება გააკეთეს პატარკაციშვილებმა

უკრაინამ IDS Borjomi International-ის ყადაღადადებული აქტივების მმართველი შეარჩია - რა განცხადება გააკეთეს პატარკაციშვილებმა

access_time2023-03-14 10:00:01

აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტომ (АРМА) მინერალური წყლების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია „მორშინსკას“ ყადაღადადებული აქტივების მენეჯერის შესარჩევი კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა. ამის შესახებ АРМА-ს პრესსამსახური იტყობინება.


კონკურსში გამარჯვება კომპანიამ „კარპატების მინერალური წყლები“ მოიპოვა, რომელიც უკრაინის მინერალური წყლების ბაზარზე 1996 წლიდან მუშაობს. აწარმოებს მინერალურ წყალს „კარპატსკა ჯერელნას“ და სხვა სასმელებს. ერთი თვის წინ ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, რომ კომპანია რეგიონში მინერალური წყლის ახალი ქარხნის მშენებლობას 2023 წელს დაიწყებდა.


დაკავებული კორპორატიული უფლებების შეფასების შემდეგ კონკურსის გამარჯვებულთან დაიდება ხელშეკრულება მართვასთან დაკავშირებით. კონკურსში მონაწილეობისთვის საბუთები სულ 10-მა კომპანიამ წარადგინა.


რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი საქართველოსა და ქართული  ეკონომიკისთვის? საქმე ეხება დიდ კონგლომერატს IDS Borjomi International-ს, რომლის ნაწილებსაც წარმოადგენენ, IDS ბორჯომი-საქართველო,  IDS უკრაინა, IDS რუსეთი და ასე შემდეგ.


რუსი ოლიგარქის, რომელიც უკრაინაში მინერალური წყლის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს, საწარმოების კორპორატიული უფლებები სასამართლომ 2022 წლის ივნისში დააკავა. საუბარია  IDS Borjomi International-ზე, რომელიც მიხაილ ფრიდმანისა და გერმან ხანის „ალფა ჯგუფის“ სტრუქტურის მიერ კონტროლდება.


2022 წლის შემოდგომაზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, АРМА -მ მიიღო მირგოროდის და მორშინსკის ქარხნების კორპორატიული უფლებები, სამრეწველო ნიმუშები და ჯგუფის საწარმოების სავაჭრო ნიშნები.


თებერვალში АРМА-მ გამოაცხადა მინერალური წყლების (სავაჭრო ნიშნები მორშინსკა, მირგორდსკა და ბორჯომი) დაკავებული აქტივების მმართველის საკონკურსო შერჩევა. IDS Ukraine-მა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა მათი აქტივების მმართველის არჩევას.


აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში მიღწეული შეთანხმებით, RISSA INVESTMENTS LIMITED-ის იგივე IDS Borjomi International-ის წილები ასე ნაწილდება:


Erasmony Limited - 49.99% (ეს არის კომპანია, სადაც რამდენიმე მფლობელი სანქცირებული იყო და ეს სანქცირებული პირები აღარ არიან უმრავლესობის მქონეები კომპანია RISSA INVESTMENTS LIMITED-ში)


Black Waters Limited - 38.48%


ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი - 3.79%


საქართველოს სახელმწიფო - 7.73%.


კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე 2 მარტს განცხადება გაავრცელა პატარკაციშვილების ოჯახმაც:



„ვითვალისწინებთ რა, იმ საზოგადოებრივ რეზონანს, რომელიც გამოწვეულია IDS ჯგუფის აქტივების ნაწილის მმართველთან დაკავშირებით АРМА-ს მიერ გამოცხადებული კონკურსით, პატარკაციშვილების ოჯახი აუცილებლად მიიჩნევს საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსიროს. აღვნიშნავთ, რომ ეს კონკურსი არ ეფუძნება უკრაინის მიერ მიღებულ სანქციების კანონმდებლობას. ეს კონკურსი წარმოადგენს კონკურსი არის წილების დაკავების  გაგრძელებას წინასწარგანზრახული და ცრუ სისხლისსამართლებრივი პროცედურა.


ეს პროცედურა უხეშად არღვევს ჩვენს, როგორც არასანქცირებული აქციონერების უფლებებს. ჩვენი აზრით, ერთადერთი შედეგი, რასაც შეიძლება მოჰყვეს ეს პროცედურა, არის ბიზნესის განადგურება და დავები საკუთრების უფლების უხეში დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.


ჩვენ გულწრფელად ვუჭერთ მხარს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკანასკნელი, რაც ახლა გვენდომებოდა იქნებოდა ის, რომ  უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურორის ოფისის რესურსები საკუთრების უფლების დარღვევის საკითხებზე საერთაშორისო სასამართლოებში დავებზე მოგვეცდინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით აქტივების აღდგენის დიდი გამოცდილება, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ მისი გამოყენება ამ სიტუაციაში. ამიტომ, მთელი ამ თვეების განმავლობაში, ჩვენი იურისტები მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ, რათა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცენ  პოზიცია გამოყენებული პროცედურის არაადეკვატურობასთან დაკავშირებით.


ჩვენ ვთხოვთ გენერალური პროკურორის ოფისს ჩაატაროს გამოძიება ყადაღის დადებისა და აქტივების АРМА-სთვის გადაცემის მართებულობასთან დაკავშირებით, და ასევე მისცეს სამართლებრივი შეფასება აქტივების სხვა მართვაში გადაცემის შედეგად, იმ აქციონერების ქონების ფაქტობრივი დაყადაღების მცდელობას, რომლებიც არ ექვემდებარებიან სანქციებს,“  ნათქვამია განცხადებაში.


წერილში პატარკაციშვილების ოჯახი IDS ჯგუფის მოკლე ისტორიასაც მიმოიხილავს.


არკადი (ბადრი) პატარკაციშვილმა (1955 – 2008) ბორჯომის საკონტროლო აქციები 2002 წელს შეიძინა. 2002 წლიდან 2008 წლამდე IDS ჯგუფი აქტიურად ვითარდებოდა და 2008 წლის შემდეგ გახდა ლიდერი უკრაინის მინერალური წყლის ბაზარზე. IDS ჯგუფი უკრაინის ბაზარზე არსებული სახით შეიქმნა  პატარკაციშვილების ოჯახის ხელმძღვანელობით.


2013 წელს ბიზნესის წილი „ალფა ჯგუფს“ მიჰყიდა. ამ დროისთვის პატარკაციშვილების ოჯახი IDS ჯგუფის 34,83%-ს ფლობს. ასევე, IDS ჯგუფის აქციები ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს და რამდენიმე მინორიტარ აქციონერს.


2007 წლიდან პატარკაციშვილების ოჯახი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს, მისი წევრები არიან დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეები
.



ბოლო წლებში, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Alfa ჯგუფის აქციონერები IDS Borjomi International გაყიდვას ცდილობდნენ. მაღალი ფასის გამო, (ყველა აქტივის, დაახლოებით - 1.5 მილიარდი დოლარი; მხოლოდ ქართული აქტივის - 630 მილიონი დოლარი), მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, ისეთ ტრანსნაციონალურ გიგანტებთან, როგორებიც Nestle და Coca Cola არიან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში, როცა Alfa ჯგუფის აქციონერი, რუსი ოლიგარქები სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ, უკრაინულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს, ფრიდმანი მზად იყო, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივისთვის ინა გუდავაძისთვის IDS ბორჯომი-უკრაინა ფორმალურად გადაეცა და ამ ნაბიჯით, უკრაინაში აქტივების ნაციონალიზაცია აეცილებინა თავიდან.


IDS Borjomi International, რომელიც კვიპროსის ოფშორშია რეგისტრირებული, საქართველოში, ორი ჩამომსხმელი ქარხნის გარდა, DS Borjomi Beverages Co. N.V-ის მეშვეობით, ფლობს ბორჯომის მინერალური წყლის ჭაბურღილებიდან წყლის მოპოვების 25 წლიან ლიცენზიას. სამი ჭაბურღილიდან კომპანიამ წლიურად 365000 მ3 წყალი უნდა მოიპოვოს.


2022 წლის 29 აპრილს კომპანია „IDS ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხნის წარმოებას „დროებით“ აჩერებს. ინვესტორმა ამის მიზეზად უკრაინაში „საომარი მოქმედებები“ დაასახელა. მის თანახმად, „პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“. გასული წლის ზაფხულში კი გაკეთდა განცხადება, რომ სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და „ბორჯომის“ გადასარჩენად კომპანიის მეწილე საქართველოს სახელმწიფო ხდებოდა.

მოგვიანებით IDS უკრაინის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კონკურსში გამარჯვებულს სამართავად გადაეცემოდა კერძო სააქციო საზოგადოება „მირგოროდის მინერალური წყლების საწარმო ოსკარის“ და კერძო სააქციო საზოგადოება „იდს“. მენეჯერი არ იქნება სრულიად დამოუკიდებელი მოთამაშე და მას მოუწევს. კოორდინაცია გაუწიოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ამჟამინდელ აქციონერთან



„კომერსანტი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას, იმის გასარკვევად თუ რა გავლენას მოახდენს უკვე მიღებული გადაწყვეტილება კომპანია IDS ბორჯომი-საქართველოს მუშაობაზე.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up