უკრაინამ მოლდოვასა და პოლონეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის მედია ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან ჰალუშენკოზე დაყრდნობით იუწყება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ენერგოსისტემა გადაჭარბებული სიმძლავრით მუშაობს, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამავდროულად, ელექტროენერგია მცირე მოცულობით მოლდოვას და პოლონეთსაც მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს ენერგეტიკის სამინისტრომ დაუშვა ელექტროენერგიის ექსპორტის აღდგენის პროცესის დაწყება მისი ჭარბი რაოდენობის გამო.
უკრაინამ ელექტროენერგია მოლდოვასა და ევროკავშირის ქვეყნებში გასული წლის ივნისიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით 2,6 მილიარდი კილოვატ/საათი გაატარა.