უკრაინამ ომის ობლიგაციების მე-4 აუქციონით $206 მილიონი შეაგროვა

უკრაინამ ომის ობლიგაციების მე-4 აუქციონით $206 მილიონი შეაგროვა

access_time2022-03-23 12:30:00

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო წინააღმდეგობის დასაფინანსებლად შიდა ობლიგაციების ბოლო აუქციონიდან 6,04 მილიარდი გრივნა ($206 მილიონი) შეაგროვა.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ერთწლიან ობლიგაციებზე განაკვეთი 11%-ია, თითოეული ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი 1000 გრივნაა (33$).

ქვეყნის შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად უკრაინამ ომის ობლიგაციების გაყიდვის შესახებ 1 მარტს განაცხადა. ამ დრომდე სამი აუქციონი შედგა და ამ გზით, ჯამში ქვეყანამ დღევანდელ ვაჭრობამდე $691 მილიონი მიიღო.

კიევში მდებარე Investment Capital Ukraine-ის მაკროეკონომიკური კვლევების ხელმძღვანელი ვიტალი ვავრიშჩუკი მიიჩნევს, რომ ე.წ. ომის ობლიგაციებს ინვესტორებისთვის თან ახლავს მნიშვნელოვანი რისკები, მაგრამ მას პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ბევრი ყიდულობს.

„ისინი, ვინც სამხედრო ობლიგაციებს ყიდულობს, ამას საბაზრო განაკვეთზე ნაკლებ ფასად იღებს. ინვესტორები ფინანსური შემოსავლის ნაწილს სწირავენ ქვეყნის მხარდაჭერისთვის“,- ამბობს მკვლევარი.


უკრაინის საინვესტიციო რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა და არსებობს რისკი, რომ ის კიდევ უფრო შემცირდეს.

უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბრის მდგომარეობით, არარეზიდენტები ქვეყნის ვალის დაახლოებით 10%-ს ფლობდნენ, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის აპრილის მონაცემებს. ომის დაწყების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ შეზღუდა წვდომა მის ვებსაიტზე, რათა თავიდან აიცილოს მოსალოდნელი კიბერშეტევები, რამაც უცხოელებისთვის ინფორმაციის მიღება გაართულა. უწყება ინვესტორებთან სოციალური მედიის ანგარიშების საშუალებით ურთიერთობს.

მთავრობა ასევე ეყრდნობა საერთაშორისო დახმარებას, მათ შორის „საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან“ მიღებულ $1,4 მილიარდის მოცულობის გადაუდებელ სესხს, ასევე ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსურ დახმარებას.

ომის ობლიგაციები არის ვალის აღების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია მთავრობის მიერ ომის დროს სამხედრო ოპერაციების და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

Bloombergbusinessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up