უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
სანქციები შეეხო Sportloto-სა და სხვა რუსულ ტოტალიზატორებს. სანქცირებულთა სიაშია First International Bookmaker Company, Bet.Ru, CreditService, Sportbet, Betsity და Matchbet-ი.
ამავე სიაში მოხვდნენ ბიზნესმენები რუსეთიდან, სომხეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან.