უკრაინამ საომარი მოქმედებების გამო სარკინიგზო ქსელის 20%-ზე მეტი დაკარგა და საერთო ჯამში დაზიანდა დაახლოებით 6,3 ათასი კმ ლიანდაგი. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის სამთავრობო პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ტვირთის მიწოდების ჯაჭვების უზრუნველსაყოფად, ვაჭრობის ნაკადების მიმართულების შეცვლაზე უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადისა და სარკინიგზო ქსელის დაახლოებით 23%-ის დაკარგვის გამო“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა.
მან ასევე ისაუბრა ომის შედეგად სხვა ფართომასშტაბიან ნგრევაზე, კერძოდ, დაზიანებულზე: 23 573 კმ გზა; 289 საგზაო ხიდი და 41 რკინიგზა.
მისი თქმით, დანგრეული გზების აღდგენას 3-4 წელი და დაახლოებით 900 მილიარდი გრივნა დასჭირდება.
წყარო: bfm.ge