სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის (rapid financing instrument, RFI) ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანხები 1,3 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინაში შევიდა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გააკეთა.
"1,3 მილიარდი აშშ დოლარი დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიიღო უკრაინამ. თანხები გამოყენებული იქნება პრიორიტეტული საჭიროებების დასაფინანსებლად: თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, პენსიების გადახდა, სოციალური პროგრამები და ეკონომიკის მხარდაჭერა", - წერს შმიგალი ტელეგრამის არხზე.
მისი თქმით, თებერვლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კიევს 2,7 მილიარდი დოლარი გამოუყო.
„ასევე, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად დავიწყებთ ახალი სპეციალური პროგრამის მომზადებას, რომელიც მუშაობას მომავალი წლიდან დაიწყებს“, - დასძინა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა უკრაინას RFI პროგრამის ფარგლებში 1,3 მილიარდი დოლარის გამოყოფა.