უკრაინამ წითელ ჯვარს სთხოვა, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში

უკრაინამ წითელ ჯვარს სთხოვა, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში

access_time2022-03-27 12:08:18

უკრაინამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC) სთხოვა, არ გახსნას პუნქტი დონის როსტოვში, რადგან, უკრაინული მხარის მტკიცებით, ეს ლეგიტიმურს გახდის მოსკოვის "ჰუმანიტარულ დერეფნებს" და უკრაინელთა გატაცებას. 

რუსული მედია იტყობინება, რომ ICRC-ის ხელმძღვანელმა, პიტერ მაურერმა, რუსეთს დონის როსტოვში წითელი ჯვრის პუნქტის გახსნაში დახმარება სთხოვა.

უკრაინის პარლამენტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე, მიხაილო რადუცკი, წითელ ჯვარს გეგმების შეცვლას სთხოვს.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოგიწოდებთ, არ მისცეთ რუსულ ჰუმანიტარულ კვაზიდერეფნებს ლეგიტიმაცია და არ შეუწყოთ ხელი უკრაინელი ხალხის გატაცებასა და მათ იძულებით დეპორტაციას," - აცხადებს რადუცკი. 

შეგახსენებთ, დონის როსტოვი რუსეთის უდიდესი ქალაქია, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარეობს.ამ ქალაქს რუსეთი ომის ზონიდან გადაყვანილი მოსახლეობის დროებითი განთავსების ბანაკებად იყენებს. 


რუსული მხარე აცხადებს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში რამდენიმე ასეული ათასი გამოიყვანეს  უკრაინიდან, რითაც მოსახლეობის დენაციფიკაციას უწყობენ ხელს, ხოლო  უკრაინული მხარე ტრეფიკინგზე და მოსახლეობის ძალით ევაკუაციზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკანონოდ გადაასახლა ათასობით ადამიანი, მათ შორის, დაახლოებით 15 000 მარიუპოლელი.

როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩიუკი ამბობს, რუსეთმა ძალდატანებით გაიყვანა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან. მისი განმარტებით, რუსეთს კვაზიდერეფნებით უკრაინელები გაურკვეველი მიმართულებით გაჰყავს. მისი თქმით, ეს მარშრუტი უკრაინულ მხარესთან არაა შეთანხმებული. ვერეშჩიუკის  ვარაუდით, მოქალაქეები კიევის ოლქიდან ბელარუსში გადაჰყავთ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up