უკრაინამ ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის მოცულობა გაზარდა. ასე რომ, 2023 წლის თებერვალში საზღვარგარეთ 1,508 მილიონი ტონა პროდუქცია გაიყიდა, 2022 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი კი1,041 მილიონი ტონა იყო.
ამის შესახებ ქვეყნის აგრარულ პოლიტიკის სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში 15,3 ათასი ტონა ფქვილი გაიყიდა, ერთი წლით ადრე კი 4,4 ათასი ტონა. ხოლო რაც შეეხება ხორბალს, თებერვალში გაიყიდა 15,2 ათასი ტონა ხორბალი (ერთი წლით ადრე - 4,1 ათასი ტონა).
საერთო ჯამში, თებერვალში უკრაინამ ექსპორტზე 4,721 მილიონი ტონა მარცვლეულის პროდუქცია გაიტანა.