უკრაინამ ხუთი რუსული ხომალდი ჩაძირა, რომლებზეც რუსული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი იმყოფებოდნენ. ამის შესახებ განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გააკეთა.
ხომალდები მდინარე დნეპრის დელტაში არსებულ კუნძულებთან ჩაიძირა, სადაც მდინარე შავ ზღვაში ჩაედინება. ნოემბერში რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც უკრაინას ორად ყოფს და რამდენიმე დიდ ქალაქში მიედინება.
Ukrinform-ის ცნობით, რუსეთმა კუნძულების ტერიტორიაზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ოპერაციები გააძლიერა.