უკრაინას 4 დეკემბერს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ ტურკი ოთხდღიანი ოფიციალურ ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი კომისრის კიევს, ხარკოვს, იზიუმსა და უჟგოროდს მოინახულებს.
„ის შეხვდება ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულ ან ტყვედ ჩავარდნილი სამოქალაქო პირებისა და ომის ტყვეების ოჯახებს”, - აღნიშნულია გაერო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვიზიტის ბოლოს, 7 დეკემბერს პრესკონფერენციას გამართავს.
წყარო: interpressnews.ge/