ოდესის და ჩერნომორსკის პორტებიდან სამი გემი გავიდა, რომლებზეც საერთო ჯამში 58 ათას ტონაზე მეტი მარცვლეულია. გემებმა Navistar, Polarnet და Rojen პორტების დატოვეს და საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნით გასვლის ტვირთს დანიშნულების ადგილზე, სტამბოლში ჩაიტანენ.
გემების მიერ უკრაინის პორტის დატოვებას მოწმობს MarineTraffic-ის მონაცემები.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველმა სატვირთო გემმა ოდესის პორტი 1-ელ აგვისტოს დატოვა. 3 აგვისტოს, გემი სტამბოლში შეამოწმა საკოორდინაციო ცენტრმა და ამის შემდეგ გაემგზავრა დანიშნულების ადგილის - ლიბანისკენ, სადაც 26 ათას ტონაზე მეტი უკრაინული სიმინდი მიაქვს.
„მარცვლეულის დერეფანი“, რომელზედაც მხარეები: უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, ამუშავდა. სწორედ ამ დერეფნის წყალობით დატოვეს გემებმა უკრაინის საზღვაო აკვატორია.
უკრაინა გეგმავს თვეში 100-ზე მეტი გემის მომსახურება/ჩატვირთვა უზრუნველყოს.
უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შეთანხმებას შავი ზღვით, უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლების შესახებ. გემებს და მათ უსაფრთხო ნაოსნობას სტამბოლიდან აკონტროლებს საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო ცენტრი.
როგორც ცნობილია, ომის დაწყებიდან რუსეთმა შავი ზღვის პორტების ბლოკირება მოახდინა, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. უკრაინიდან ვეღარ ხერხდებოდა საზღვაო გზით ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტი, რაც გლობალური კრიზისის საწყისიც კი გახდა.