ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინაში არც ბელარუსის სამხედროები და არც ბელარუსის იარაღია.
როგორც მან რეფერენდუმზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე მან გუშინ პრეზიდენტ მაკრონსაც მოახსენა.
ბელარუსის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთს ამის საჭიროება არ აქვს, რამეთუ მას თავისი განზრახვის განხორციელებისთვის საკუთარი ძალებიც ჰყოფნის.
ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაცია ბელარუსში, უკრაინელებთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან შეხვედრა ბელარუსში ვერ შედგებოდა, რადგან ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედებები განხორციელდა და ეს ქვეყანა ღიად უჭერს მხარს რუსეთის ოკუპაციას უკრაინის მიწაზე.