ბრენდი Artemsil უკრაინას 140 წლის განმავლობაში მარილით ამარაგებდა და ის საკმარისი აღმოჩნდა საუკუნოვანი ისტორიის შესაქმნელად. როდესაც რუსმა სამხედროებმა ქალაქ Soledar-ს მიღწიეს, რომელიც ითარგმნება, როგორც „მარილის საჩუქარი“, განადგურდა ქარხნები და აღჭურვილობა. 2022 წლის აპრილში კომპანიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მარილის წარმოება პირველად შეაჩერა, რადგან შეფუთვის დამზადებაც კი შეუძლებელი გახდა.
ახლა კი მარილი მაღაზიებში კვლავ გამოჩნდა, რაზეც გრაფიკულმა დიზაინერმა არტემ გუსევმა იზრუნა. კერძოდ, მან Artemsil-ის შეფუთვის განსხვავებული დიზაინი შეიმუშავა, მიხვდა, რომ რაღაც ისეთი უნდა შეექმნა, რაც ყველაზე აქტუალური იქნებოდა ხალხისთვის. გუსევმა სიტყვა cіль (მარილი) ვიზუალური ანალოგიით мццц (სიძლიერე) შეცვალა. ყვავილის სიმბოლო კი უკრაინის ეროვნულმა გერბმა ჩაანაცვლა.
„შეფუთვა უკრაინელი ერის თავდაცვისა და სიძლიერის სიმბოლოდ იქცა“, — აცხადებს United24, გლობალური ინიციატივა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. გუსევის თქმით კი, ეს არის იმედის სიმბოლო, იმედის, ტერიტორიების გათავისუფლების და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნების“