უკრაინაში ჩეჩნეთის ელიტარული ბრიგადის გენერალი, კადიროვის ერთგული თანამებრძოლი, მაგომედ ტუშაევი მოკლეს.
ჩეჩენი გენერალი უკრაინელ მებრძოლებთან კიევის ოლქში გოსტომელთან გამართულ შეტაკებებში დაიღუპა, სადაც ჩეჩენ სამხედროებს სოლიდური ზიანი მიადგათ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
უკრაინული სააგენტო Dialog.ua-ს ცნობით, უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატმა ალეკსეი გონჩარენკომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში თავის გვერდზე დაწერა, რომ უკრაინის არმიის ქვედანაყოფებმა „კადიროველები“ ტყვედ აიყვანეს.
dialog.ua