აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, სვიატოგორსკის ლავრა დაზიანდა.
მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მონასტერში შენობები დაზიანდა.
დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირები და უკრაინელი დევნილები, რომლებიც მონასტერს აფარებდნენ თავს. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, სვიატოგორსკის ლავრაში 520 დევნილი, მათ შორის 200 ბავშვი, იმყოფება.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსმა აგრესორებმა ვოლნოვახაში წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
აღარაფერი წმინდა: ვოლნოვახაში მტერმა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია გაანადგურა, - ნათქვამია რადას Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.