უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, უკრაინაში, დღეს, 9 ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყობა, რათა ალყაში მყოფ ქალაქებში ჩარჩენილი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირინა ვერეშუკის თქმით, კორიდორები ქალაქ ბერდიანსკში, ტოკმაკში, ენერგოდარსა და მარიუპოლში მოეწყობა, რომლებიც კვირების განმავლობაში, ალყაში იმყოფებიან. ვერეშუკმა დასძინა, რომ საევაკუაციო მარშრუტები ლუგანსკის რეგიონშიც იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები დაბომბვებს შეწყვეტენ.