„ხარკოვი: დაახლოებით 3000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 2-მა ბატალიონმა მიატოვა ტექნიკა და ფეხით გაიქცა უკრაინის ტერიტორიიდან, ხარკოვის მახლობლად განადგურდა დაახლოებით 200 ცალი ტექნიკა“, - ამის შესახებ საზოგადო მოღვაწე და პოლიტიკოსი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მრჩეველი მიხაილ აპოსტოლი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ხერსონი: კახოვკა დაიბრუნეს, 200 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
გოსტომელი: აეროპორტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა - ყველა რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
ჩერნიგოვი: რუსული ქვედანაყოფები მძიმე დანაკარგებს განიცდიან, 100 ცალი ტექნიკისგან შემდგარი კოლონა იყო, რომელიც მთლიანად განადგურებულია“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ზარალს ითვლის. მათი ცნობით, ამ დროისთვის რუსეთის ჯარებმა გაანადგურეს ექვსი ხიდი და ცეცხლი გაუხსნეს 32 უკრაინულ სამოქალაქო ობიექტს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველმა ალენა შევცოვამ Facebook-ზე განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ ოკუპანტმა დაბომბა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, როგორც რუსული მედია წერს, არამედ საავადმყოფოები და სამოქალაქო პირების სახლებს, რასაც ინტერნეტში განთავსებული მრავალი ვიდეო მოწმობს“, - წერს ის.