დიდი ბრიტანეთის გეგმებს უკრაინის არმიისთვის Challenger 2 ტანკებით მიწოდებასთან დაკავშირებით კრემლის მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ბრიტანული ტანკები უკრაინაში ისევე დაიწვება, როგორც დანარჩენები.
„ჩვენ ამას ძალიან უარყოფითად ვაფასებთ. არ ვმალავთ ჩვენს დამოკიდებულებას დიდი ბრიტანეთის და სხვა ევროპული ქვეყნების, მათ შორის - პოლონეთის მიმართ, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას აპირებენ. ეს ვერ შეცვლის სიტუაციას. მათ ეს უნდა გაიგონ. ამით ოპერაცია გაჭიანურდება და მეტ უბედურებას მოუტანენ უკრაინის სახელმწიფოს“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი აზრით, უკრაინა მხოლოდ და მხოლოდ ანტირუსული მიზნების მიღწევის იარაღად გამოიყენება.
„სპეცოპერაცია გაგრძელდება. ეს ტანკები ცეცხლში დაიწვებიან, ისევე როგორც დანარჩენები. სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება“, - განაცხადა პესკოვმა.